ტაილანდის ისტორია

Posted in ტაილანდი

ქვეყნის ისტორია სათავეს იღებს, მას შემდეგ, რაც 1238 წელს დაარსდა სახელმწიფო სუკოტაი. მისი მემკვიდრე იყო სახელმწიფო აიუთია, რომელიც დაარსდა 1350წელს და იარსება 1767 წლამდე.ტაილანდის კულტურაზე ძლიერი გავლენა იქონია ჩინეთმა და ინდოეთმა.

 

 XVIII საუკუნეში სიამი განიცდის ბირმის ტერიტორიაზე მდებარე სახელწიფოებიდან თავდასხმას, რომელიც შეაჩერეს ტაქსინმა (1768-1782 წწ.) და პრა ბუდჰა იოდფა ჩულალოკემ, რომელიც ტაქსინის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის რამა I-ის (1782-1809 წწ.)სახელით და აარსებს ჩაკრის დინასტიას. მისი მემკვიდრეების რამა IV-ისა (1851-1868 წწ.) და რამა V-ის (1868-1910წწ.) წყალობით ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არ ყოფილა კოლონიზებული, თუმცა ტაილანდი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთის სამი პროვინცია, რომლებიც შემდეგ შევიდნენ მალაიზიის შემადგენლობაში, რაც გამოწვეული იყო დიდი ბრიტანეთის ინტერესებით.

  ტაილანდი არასოდეს ყოფილა კოლონია. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო კოლონიური იმპერიების სურვილი ტაილანდი დარჩენილიყო ბუფერად დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის. 1896 წლის ინგლისურ-ფრანგული შეთანხმებით აღიარებულ იქნა სიამის დამოუკიდებელი ბუფერული სახელმწიფო. სიამის რევოლუციის შემდეგ, 1932 წლიდან ტაილანდი კონსტიტუციური მონარქიაა. ქვეყანამ სახელწოდება ტაილანდი მიიღო 1939 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. ომის დასრულების შემდეგ ტაილანდი აშშ-ის მოკავშირეა. 1947 წელს სამხედროებმა ჩაიგდეს ძალაუფლება. სამოქალაქო მთავრობა - შეიქმნა 1983 წელს. 1991 წელს კვლავ სამხედროების მმართველობა დამყარდა, რომლებმაც არალეგიტიმური არჩევნებიჩაატარეს.