დირექტორი

ამირან ბიბილაშვილი – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1970 წელს. მუშაობდა სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტ „მიონში“ , 1983 წლიდან  დღემდე მუშაბს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებთა დოქტორია 2001 წლიდან, ხოლო პროფესორი 2003 წლიდან. 2012 წლიდან დღემდე სსიპ მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტის დირექტორია.

გამოქვეყნებული აქვს 120–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 14 პატენტი (4 აშშ), მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაში, ოთხი წიგნის ავტორია. არის ხუთი სადოქტორო დისერტაციისა და რამდენიმე სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი. მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ გრანტში პასუხისმგებელ შემსრულებლის და ხელმძღვანელის რანგში.

მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს: ნახევარგამტარული ხელსაწყოებისა და ინტეგრალური მიკროსქემების შექმნის დაბალტემპერატურულ – ფოტო და კატალიზურად სტიმულირებულ ტექნოლოგიას, რადიაციის გავლენას მიკროელექტრონული ხელსაწყოების პარამეტრებზე, ნანოსტრუქტურების მიღებას, კვლევას და მათ გამოყენებას ნანოხელსაწყოებში.