დირექტორის მოადგილე

რევაზ მელქაძე 

დაბადების წელი - 28 აგვისტო 1947

1970 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით ,,მყარი სხეულის ფიზიკა“ . 1983 წ მოსკოვის საავიაციო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექ.მეცნ.კანდიდატის დიპლომი.არის აკადემიური დოქტორი.

1969-1991წწ მუშაობდა სსგ,,მიონ“-ში სხვადასხვა თანამდებობაზე ( უფროსი ტექნიკოსიდან-ლაბორატორიის გამგემდე)1991-2006 წწ ივ.ჯავახიშვილის თსუ სსკ ,,ელექტრონული ტექნიკა“ -განყოფილების გამგე.1995 და 2001 წწ სტაჟირება გაიარა ფრაუნჰოფერის ინსტიტუტში IAF (ქ.ფრაიბურგი,გერმანია) და FORTH (ქ.ჰერაკლიონი,საბერძნეთი). 2006-2012 წწ თსუ მთავარი მეც.თნამშრომელი. 2012 წ დღემდე არის სსიპ ,,მიკრო და ნანო ელექტრონიკის“ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და თსუ სკი ,,გამოყენებითი ნახევარგამტარული ტექნოლოგიების“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 

გამოქვეყნებული აქვს 49 სამეცნიერო სტატია, 1 გამოგონება სააავტორო მოწმობის უფლებით, მონაწილეობდა 25 - მდე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში.ძირითადი შემსრულებლის სახით მონაწილეობდა 6 საერთაშორისო და 1 ეროვნული მნიშვნელობის გრანტში.

მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს : 

-AIIIBV  ნახევარგამტარების ნანოჰეტეროსტრუქტურების მოლეკულური სხივური ეპიტაქსიის ტექნოლოგიის შემუშავება და კვლევა.

-ნანოჰეტეროსტრუქტურებზე კვანტური ორმოებით HEMT და PHEMT ტრანზისტორების , აგრეთვე ამ მასალებზე მაიონებელი გამოსხივების დეტექტორების და მზის ენერგიის გარდამქმნელების ტექნოლოგიის შემუშავება და კვლევა.