წესდება

                                                                                                                                                                               დამტკიცებულია

სსიპ - სსსტც „დელტა“-ს მიერ

2016 წლის „_18_“თებერვალს“

#22  ბრძანებით

 

საჯარო  სამართლის იურიდიული პირის - მიკრო და ნანოელექტრონიკის 

 ინსტიტუტის  წესდება

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 მუხლი I. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტი“ (შემდეგ - ინსტიტუტი ) წარმოადგენს სსიპ - სახელმწიფო სამხედრო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ არსებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, ტექნოლოგიურ, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას მიკრო და ნანოელექტრონიკისა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში.

2. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სსიპ-სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ (შემდგომში - დელტა).

3. ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „მეცნიერების,ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.

4. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი  და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. ინსტიტუტი მოქმედებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტის ბაზაზე.

მუხლი

მუხლი 2. ინსტიტუტის ძირითადი მიზნები და უფლებამოსილება

1. ინსტიტუტის მიზანია:

ა) სამეცნიერო კვლევითი, ტექნოლოგიური, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება; 

ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;

გ) ქვეყნის სამეცნიერო საქმიანობისთვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;

დ) ახალი ტექნოლოგიების  შექმნა, ანალიზი და გავრცელება;

ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;

ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობოლობის წახალისება;

ზ)ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება; 

თ) მონაწილეობა მიიღოს დელტასა  და მასთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლივ საქმიანობაში. 

2. ინსტიტუტი უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიური საქმიანობა, მათ შორის საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობა;

ბ)  დელტას თანხმობით, ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმანობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს (იყოს პარტნიორი, ფლობდეს წილს) კერძო სამართლის - სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ისეთ  საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ინსტიტუტის სპეციფიკასთან;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (მათ შორის გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) რეალიზება;

დ) კომპენტეციის ფარგლებში განახორციელოს დალტას მიერ განსაზღვრული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან ან/და დელტასთან და მასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლივ საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციები;

ე) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.

 

თავი II. ინსტიტუტის მართვა, წარმომადგენლობა და სტრუქტურა

მუხლი 3. ინსტიტუტის მართვა და წარმომადგენლობა

1. ინსტიტუტის მართვას ახორციელებენ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ინსტიტუტის დირექტორი;

2. სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს ინსტიტუტის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;

3. ინსტიტუტის დირექტორი წარმართავს ინსტიტუტის საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას;

4. ინსტიტუტს წარმოადგენს ინსტიტუტის დირექტორი.  

მუხლი 4. ინსტიტუტის სტრუქტურა 

 1. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულებია ლაბორატორია, განყოფილება, ცენტრი და სხვა;

 2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულები და მათი რაოდენობა განისაზღვრება ინსტიტუტის

 საშტატო განრიგით. 

მუხლი 5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო

1. ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს;

2. ინსტიტუტის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, დაწესებულების სამეცნიერო საბჭო მონაწილეობს კვლევით კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში.

მუხლი 6. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ფუნქციები

სამეცნიერო საბჭოს ფუნქციები:

ა) შეიმუშავებს დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესს, შერჩეულ კანდიდატს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დელტას;

ბ) უფლებამოსილია დელტას წარუდგინოს დასაბუთებული წინადადება ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ;

გ) ინსტიტუტის დირექტორისგან ისმენს/იღებს ანგარიშს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

დ) განიხილავს და განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებებს; უზრუნველყოფს მათ დანერგვას და განხორციელებას;

ე) ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი;

ვ) ამტკიცებს ინსტიტუტის საშტატო განრიგს ამ წესდების მე-13 მუხლის შესაბამისად;

ზ) ითანხმებს ინსტიტუტის დირექტორის მიერ დადგენილ ინსტიტუტის მომსახურებათა საფასურებს;

თ) მოისმენს და განიხილავს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს;

ი) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის  საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;

კ) განიხილავს  საგანმანათლებლო და სამეცნიერო  დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს და იღებს გადაწყვეტილებას;

ლ) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო ჟურნალებისა და სხვა სახის მეცნიერული პუბლიკაციების გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;

მ) ამ წესდების დადგენილი წესით ქმნის კონკურსის სამდივნოს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსისა და არჩევნების ორგანიზმების მიზნით;

ნ) იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის და არჩევნების ორგანიზმების მიზნით;

ო) ინსტიტუტის დირექტორთან შეთანხმებით, ამტკიცებს ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის დებულებას;

პ) ასრულებს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 7. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება

1. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარი მაინც;

2. სამეცნიერო საბჭო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ფორმდება გადაწყვეტილების სახით. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრეთა სამეცნიერო საბჭოს  წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა;

3. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კანჭისყრის საფუძველზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში  სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების ფარული კანჭისყრით მიღების თაობაზე;

4. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლეთ სამ თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეუძლია მოიწვიოს სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა:

ა) საკუთარი ინიციატივით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე;

5. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ან ინსტიტუტის პერსოლანიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს. სამეცნიერო საბჭოს მდივნის უფლებამოსილებას განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭო;

6. სამეცნიერო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ავტომატიურად დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

 მუხლი 8. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა სამეცნიერო საბჭოს წევრთა მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:

       ა) იწვევს და წარმართავს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

       ბ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;

       გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში;

       დ) მეთვალყირეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას;

       ე) სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი მოადგილის კანდიდატურას.    

4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება:

       ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

       ბ) სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე სისტემატიურად დაუსწრებლობის შემთხვევაში;

       გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

       დ) სასმართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუუნაროდ აღიარების  შემთხვევაში; 

       ე) გარდაცვალების შემთხვევაში; 

       ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო მთავარი მეცნიერის  თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში; 

5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს; 

6. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან/და მის მიერ მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებიას ახორციელებს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 

მუხლი 9. ინსტიტუტის დირექტორის დანიშვნის წესი

1. ინსტიტუტის დირექტორს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს დელტა;

2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის შემთხვევაში, დელტა ნიშნავს დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ხოლო სამეცნიერო საბჭო ვალდებულია 6 თვის ვადაში წარადგინოს ახალი კანდიდატურა.

მუხლი10. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება

1. ინსტიტუტს წარმოადგენს და მის ადმინისტრაციულ მართვას ახორციელებს დირექტორი.

2. ინსტიტუტის დირექტორი:

    ა) შეიმუშავებს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ამ წესდების მე-12 მუხლის შესაბამისად;

    ბ) აცხადებს ღია კონკურსებს და ქმნის საკონკურსო კომისიებს ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით; სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ადგენს თანამდებობათა დაკავებისთვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

   გ) ითანხმებს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;

   დ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს ღია კონკურსის წესით შერჩეულ კანდიდატებს, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, უზრუნველყოფს თანამშრომელთა მიმართ ინსტიტუტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იყვანს შტატგარეშე პირს;   

    ე) სამეცნიერო პერსონალთან შრომით ხელშეკრულებებს დებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;

    ვ) თავისი კომპენტეციის ფარგებში თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსტიტუტის თანამშრომშრომლებს/წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;

    ზ)  სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს ამტკიცებს ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე;

    თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათებლო დაწესებულებებთან;

    ი) ინსტიტუტის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის უმაღლეს საგანმანათებლო დაწესებულებებთან, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათებლო პროგრამების განხორციელების მიზნით; 

    კ)  სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

    ლ) უფლებამოსილია არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები;

    მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც დროებით განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებებს დირექტორის არყოფნისას; 

    ნ) ხელს უწყობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

    ო) დასამტკიცებლად წარუდგენს დელტას ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს;

    პ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;

    ჟ) ნიშნავს არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;

    რ) წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

    ს)  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განაგებს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებს, მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად გამოყენებაზე;

   ტ) ამტკიცებს ინსტიტუტის შინგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს;

   უ) უფლებამოსილია, ინსტიტუტის შრომის შინაგანაწესის შესაბამისად, თანამშრომელთა  მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

   ფ) უფლებამოსილია, ინსტიტუტის ბიუჯეტის ფარგლებში, დელტასთან შეთანხმებით, ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის განსაზღვროს საათობრივი ან ნორმირებული ანაზღაურება;

   ქ) უფლებამოსილია, სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებთ, დაადგინოს ინსტიტუტის მიერ გაწეული მომსახურების საფასურები; 

   ღ) თავისი კომპენტეციის ფარგებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; 

   ყ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, ამზადებს წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს დელტას;

   შ) სამეცნიერო საბჭოსა და დელტას თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის - სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;

   ჩ) ახორციელებს  კანონმდებლობითა და ამ წესდებით  გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ინსტიტუტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები;

4. დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

    ა) პირადი განცხადებით;

    ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო;

    გ) სასმართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუუნაროდ აღიარების გამო;

   დ) გარდაცვალების გამო;

 მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი

1. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო განრიით, რომლის მიღების წესი განისაზღვრება წინამდებარე წესდების მე-12 მუხლით.

2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული:

      ა) შეიმუშავებს და ინსტიტუტის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;

      ბ) შეიმუშავებს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს და წარუდგენს ინსტიტუტის  დირექტორს;

      გ) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს;

      დ) ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო თანამდებობების კონკურსის ჩატერების წესს და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

       ე) ასრულებს სამეცნიერო საბჭოს, დირექტორის დავალებებსა და მითითებებს, ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც:

      ა) უშუალოდ ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

      ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს  სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;

      გ) დირექტორის წინაშე აყენებს სამეცნიერო თანამდებობიდან პირის გათავისუფლების ან პირის დაწინაურების საკითხს;

      დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; ასრულებს სამეცნიერო საბჭოს, დირექტორის სხვა დავალებებს და მითითებებს.

4. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.

მუხლი 12. ინსტიტუტის საშტატო განრიგი

1. დაწესებულების დირექტორი და სამეცნიერო საბჭო შეიმუშავებენ ინსტიტუტის საშტატო განრიგის პროექტს და შესათანხმებლად წარუდგენენ დელტას;

2. დელტასთან შეთანხმებულ საშტატო განრიგის პროექტს ამტკიცებს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო.

მუხლი 13. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი

1. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტიტუტის მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 

3. ინსტიტუტის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს დაწესებულების დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი III. ინსტიტუტის პერსონალი

 

მუხლი 14. ინსტიტუტის პერსონალი

1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის  პირები - მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.

3. დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობეს მიეკუთვნება:

              ა) მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა;

              ბ) უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა;

              გ) მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა.

4. ინსტიტუტის ადმინისტრაცულ პერსონალს მიეკუთვნებიან:

             ა) ინსტიტუტის დირექტორი;

             ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.

5. ადმინისტრაცულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ინსტიტუტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6. ინსტიტუტის სამეცნიერო, ადმინისტრაციელი და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ინსტიტოტის საშტატო განრიგით.

მუხლი 15. სამეცნიერო თანამდებობების დაკავების წესი

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურეციის პრინციპებს.

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება ხდება 4 წლის ვადით.

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება ხდება 4 წლის ვადით.

4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები.

5. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება ხდება უვადოდ. მთავარი მეცნიერი თანამშრომლი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას.

6. დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება დადგენილი წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.

7. კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს  დაწესებულების დირექტორი.

მუხლი 16. ინსტიტუტის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები

1. ინსტიტუტის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებებით, ინსტიტუტის შრომის შინაგანაწესითა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ინსტიტუტის შრომის შინაგანაწესს ამტკიცებს ინსტიტუტის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ინსტიტუტის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს:

     ა) თანამდებობრივ სარგოს;

     ბ) პრემიას;

     გ) სამეცნიერო გრანტიდან მიღებულ შემოსავალს;

     დ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას;

     ე) დამხმარე ეკონომიურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის განსაზღვრულ დამატებით ანაზღაურებას;

     ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.

4. მე-3 პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება გაიცემა დელტასთან შეთანხმებით.

 

თავი IV. ინსტიტუტის ქონება და დაფინანსების წყაროები. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი

 

მუხლი 17. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი

დელტა ახორციელებს ინსტიტუტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის ზედამხედველობას. დელტა უფლებამოსილია,  მოსთხოვოს ინსტიტუტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

მუხლი 18. ინსტიტუტის ქონება

ინსტიტუტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ინსტიტუტის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმად.

მუხლი 19. საქმიანობა, რომელიც ითხოვს დელტას თანხმობას

1. გარდა ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებისა, დელტას თანხმობით ინსტიტუტს შეუძლია ასევე განახორციელოს:

     ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

     ბ) სესხის აღება;

     გ) თავდებობა;

     დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

     ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. დელტას უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობას.

 მუხლი 20. ინსტიტუტის დაფინანსება

1. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

     ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

     ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი;

     გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

     დ) შემოწირულობები;

     ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ინსტიტუტის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

3. ინსტიტუტში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტუის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

 მუხლი 21. ინსტიტუტის საფინანსო-ეკონომიური საქმიქნობის აღრიცხვა-ანგარიშგება ბალანსი

ინსტიტუტი ვალდებულია,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს დელტას.

მუხლი 22. ინსტიტუტის რეორგამიზაცის და ლიკვიდაცია

1. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე.

3. ინსტიტუტის ლიკვიდაციის პროცედურები განისაზღვრება ლიკვიდაციის შესახებ სამართლებრივი აქტით.

 

თავიV. დასკვნითი დებულებები

 

 მუხლი 23. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ინსტიტუტის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.