ინდონეზია

ინდონეზია, ოფიციალურად ინდონეზიის რესპუბლიკა (ინდო. Republik Indonesia) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში. ინდონეზია არქიპელაგსწარმოადგენს, რომელიც 17 508 კუნძულს მოიცავს.[2] იყოფა 33 პროვინციად. მოსახლეობა 238 მილიონ ადამიანს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. ინდონეზია რესპუბლიკაა, არჩეული საკანონმდებლო ორგანოთი და პრეზიდენტით.